აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. სპეციალურად ამ დღესასწაულთან დაკავშირდებით, თემატურად ფორმდება განკუთვნილი ტერიტორია, ეწყობა სცენა და დამახასიათებელი დეკორაცია.

ღონისძიების ფარგლებში,  ღია ცის ქვეშ წარმოდგენილია ხეობის ხუთივე თემისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და შემოდგომის ნობათი. აქვე  მზადდება ტრადიციული კერძები, რომელთა დაგემოვნებაც ღონისძიებაზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია, მათ შორის გამოირჩევა მაჭახლის მჭადი, მჟავე და ლობიო. მთელი დღის განმავლობაში იმართება სპორტული აქტივობები, მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების საზეიმო კონცერტები.

გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ და შეიძინონ მაჭახლის ცნობილი თაფლი, რომელიც ძალიან  გემრიელია და   მაჭახლის ხეობის მრავალ ღირსშესანიშნაობათაგან ერთ-ერთადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

ღონისძიების ტრადიაციად იქცა ხეობის უხუცესის მიერ  მოწვეული სტუმრებისათვის   საზეიმო ვითარებაში   „მაჭახლის საპატიო სტუმრის ქამრის“ გადაცემა და საპატიო მაჭახლელის ტიტულის გამოვლენა.

ფესტივალზე მიმავალი გზად აუცილებლად უნდა მოინახულოთ გვარას ციხე, შეჩერდეთ თოფის მონუმენტთან, რომელიც ამ ხეობის  ტრადიციებისა და ადათების სიმბოლოდ დაიდგა,  გადაიღოთ ფოტოები და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი მოგზაურობა ფესტივალზე.

სხვა ღონისძიებები

ქედელობა

ქედელობა ანუ შემოდგომა ქედაში, სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად იმართება ქედაში, სპეციალურად ამ დღისთვის დეკორირებულ ცენტრალურ პარკ

კოლხობა

კოლხობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად 1979 წელს ჩამოაყალიბეს თავდაპირველი სა