აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

მერისის ხეობა

 

  • მარშრუტის ტიპისაავტომობილო
  • მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ
  • მანძილი ქედის ცენტრიდან მერისის ხეობამდე  – 9,5 კმ/11 კმ /16 კმ
  • მოგზაურობის ხანგრძლივობა – 5-6 საათი
  • სირთულე - მარტივი
  • გზის საფარი – ასფალტირებული, სოფლის გრუნტოვანი
  • სიმაღლე ზღვის დონიდან – საწყისი -505 მ, საბოლო -693 მ
  • სიმაღლე ზღვის დონიდან – მთა მთივნარი 1566 მ
  • ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა - სრულად

 

სოფელი მერისი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს ბუნებაში, გაეცნოს აჭარულ სოფელს და ტრადიციებს, დააგემოვნოს გამორჩეული კერძები, დატკბეს უნიკალური მერისული ფოლკლორით ან დალაშქროს ალპური მთები.

მერისის ხეობის ძირითად ტურისტულ მარშრუტზე  მოგზაურობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, მარშრუტი მარკირებულია, განთავსებულია ტურისტული მანიშნებლები, რაც გაგიადვილებთ მოგზაურობას. მარშრუტი იწყება ქედის ცენტრიდან. სანამ მერისის ხეობაში გაემგზავრებით, შესაძლებელია მოინახულოთ ზენდიდის ციხე, ასევე ქედის ცენტრში მდებარე  ეთნოგრაფიული მუზეუმი და გაეცნოთ ქედის მუნიციპალიტეტის ისტორიას. მარშრუტი ქედის ცენტრიდან მიემართება მერისის ჩანჩქერისკენ, გზად გხვდებათ საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შესაძლებელია შესვენება და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება, ან სულაც რამდენიმე დღით დარჩენა. ჩანჩქერი 30 მეტრიდან ეშვება, სიმწვენეშია ჩაფლული და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მერისის ჩანჩქერიდან მარშრუტი იმავე გზით ბრუნდება უკან და გუნდაურის მინერალური წყლებისკენ  და „გვახას“ საპიკნიკე-საბანაო ადგილისკენ მიემართება. გზა გრუნტისაა და ველოსიპედით მოგზაურობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. გვახას საპიკნიკე ტერიტორიიდან მარშრუტი სოფელ  გარე ტყისკენ მიემართება. სოფლიდან ულამაზესი ხეობის ხედები იშლება, აქ მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში ოთხი თაობის შთამომავლები გიმასპინძლებენ და საშუალება გექნებათ მოუსმინოთ ან შეისწავლოთ მერისული ფოლკლორი.

ზაფხულსა და შემოდგომაზე  შესაძლებელია მერისის ხეობის მთების დალაშქვა. მარშრუტი  იწყება ქედის ცენტრიდან და  სოფელ მერისის ტყით დაფარული ფერდობების გავლით გზა    მთივნარამდე მიემართება . გზა თანდათან უფრო რთულდება და ჯიპ ტურის მოყვარულთათვის იდეალურ პირობებს ქმნის, რაც განპირობებულია რელიეფის სირთულით. მარშრუტი  მთის ფერდობებს მრავალწლოვანი  ხეებით  გაკვალულ  გზას მიუყვება. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის დროს  დატკბებით  ულამაზესი პეიზაჟებით. დაახლოებით 10 კმ. გავლის შემდეგ მთავრდება შერეული ტყე და იწყება სუბალპური მდელოები. ამ ადგილს „მთივნარი“ ქვია. აქ განლაგებულია მწყემსების სამყოფელი სახლები, უხვადაა საკარვე და საპიკნიკე ადგილები. 

ტრანსპორტი

მიკროავტობუსი ბათუმი - მერისი ყოველდღიურად 15:00 , 15:30, 16:00, 16:30, 17:00, 17:30
მერისი - ბათუმი ოველდღიურად 07:30,  08:00,  08:30
ფასი - 3 ლარი
მიკროავტობუსი ბათუმი-გარეტყე ყოველდღე - 15:30
გარეტყე - ბათუმი ყოველდღე - 15:30
ფასი - 3 ლარი
მიკროავტობუსები გადის ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან, მის: მაიაკოვსკის №1

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93

ან  ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე gobatumi.com

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia