აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი

ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფესტივალი, რომელსაც აჭარის ბუნება გვჩუქნის -გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალია. აჭარაში შემოდგომა გადამფრენ ფრინველებს მოჰყავთ და მანამ, სანამ ვიგრძნობთ ამინდის, ტემპერატურისა და ბუნების ფერების ცვლილებას, ისინი გვაძლევენ საშუალებას დავტკბეთ მათი სილამაზით და მრავალფეროვნებით.

აჭარის რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ფესტივალი სათავეს 2012 წლიდან იღებს და მას შემდეგ ყოველ წელს მასპინძლობს მრავალ დაინტერესებულ პირს, როგორც საქართველოდან, ასევე ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 

შავი ზღვის სანაპიროკერძოდბათუმის შემოგარენი  „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილისადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხებაუნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლესრაც „Birdwatching“ -ის მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად აჭარაში 16 აგვისტოდან იწყება და 16 ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი სექტემბრის პირველ კვირას იმართება.  მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად აჭარის რეგიონში რამდენიმე აქტიური ლოკაციაა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დააკვირდნენ ფრინველებს, დაესწრონ ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერების პრეზენტაციებსა და ლექციებს Birdwatching-ზე და გაიგონ მეტი ფრინველის თითოეული სახეობის შესახებ. 

ამ დროისთვის რეგიონში მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების  2 პლათფორმა სოფ. სახალვაშოსა და სოფ. ჩაქვისთავში. ფრინველებზე დაკვირვების პუპულარული ლოკაციებია ასევე ჭოროხის დელტა, ისპანის ტორფნარი, მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები.

ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება, ხოლო მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის.

BRC ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მოცემულია როგორც ფრინველების სახეობები, ასევე სეზონზე მათი რაოდენობა. ბოლო ფესტივალის მონაცემებით 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მეცნიერებმა 1 145 774 გადამფრენი მტაცებელი დააფიქსირეს, რაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ( https://www.batumiraptorcount.org/ ).

სტუმრებს, ვინც ფესტივალის ფარგლებში, დიდი ხნით სტუმრობენ აჭარას, შეუძლიათ ღამე პლატფორმებთან ძალიან ახლოს, კომფორტულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში გაათიონ და დილით ისევ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმეს. 

გელოდებით შემდეგი ფესტივალიდან, ვნახოთ რას გვიმზადებს აჭარის ბუნება, ახლოს გავიცნოთ ფრინველები და ერთად მოვიყვანოთ შემოდგომა!

ჩატარების თარიღი: 2-7 სექტემბერი

ჩატარების ადგილი: ბათუმი/ქობულეთი

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს.   ერთ-ერთი

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენდინციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭარული ციტრუსის ბაღები მოსავლით. ერთ-ერთი მთავარი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

ზამთრის ფესტივალი - გომარდული

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

ქობულეთის ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებით და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივა