აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

როდის წავიდე?

აჭარა შავი ზღვისა და კავკასიის მთებს შორის მდებარეობს. რეგიონი მდიდარია ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით,გამორჩეულია მთის ლანდშაფტით, უგემრიელესი ღვინით, უნიკალური სამზარეულოთი, მეგობრული და სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებით. აჭარის რეგიონი ტურისტებისათვის საინტერესო და მიმზიდველია  მთელი წლის განმავლობაში!

არ არსებობს ამ რეგიონის მოსანახულებლად შეუფერებელი დრო. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით, მას აქვს ტენიანი, ზღვისპირა სუბტროპიკული კლიმატი. ზაფხული ძირითადად ცხელი და ტენიანია, ხოლო ზამთარი საკმაოდ თბილი.  ტემპერატურა ზაფხულში +25-35 გრადუსებს შორის მერყეობს, ზამთარში საშუალო ტემპერატურა არის  +8. საშუალო ტენიანობა კი 70-80 %-ს შეადგენს. მაშინაც კი, როდესაც მთის მწვერვალები თოვლითაა დაფარული, შავი ზღვის სანაპიროზე სასიამოვნო, თბილი ამინდია.

ამიტომ, თუ გაინტერესებთ, წელიწადის რომელი დროა საუკეთესო აჭარის მოსანახულებლად, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ამ რეგიონს  წელიწადის ნებისმიერ დროს ეწვიოთ.

ზაფხული აჭარაში

ზაფხული აჭარაში ყველაზე აქტიური და დატვირთული პერიოდია, ფერადი შოუ-პროგრამები და ფესტივალ/კონცერტები მთელ რეგიონს მოიცავს. ზაფხულში ბათუმში შესაძლებელია დაისვენოთ ზღვის სანაპიროზე და ამავდროულად იმოგზაუროთ აჭარის ულამაზეს მთებში. აჭარის რეგიონი რამდენიმე ზღვისპირა საკურორტო-სანაპირო ზონას აერთიანებს, ესენია: სარფი, კვარიათი, გონიო, ბათუმი, ჩაქვი და ქობულეთი. ტემპერატურა ზაფხულში 25-35 გრადუსია. თუმცა, გასათვალისწინებლია ფაქტი, რომ სანაპირო ზონა შესაძლოა ძალიან ტენიანი იყოს მათთვის, ვინც არ არის შეჩვეული სუბტროპიკულ კლიმატს.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარის რეგიონს ზაფხულში

1. დაესწრებით ფერად ფესტივალებს და მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს;

2. გამოცდით თავგადასავლებს და ისიამოვნებთ ჯომარდობით აჭარის მდინარეებზე;

3. იმოგზაურებთ მთიან აჭარაში ველოსიპედებით ან ფეხით და დატკბებით არაჩვეულებრივი ხედებით;

4. ისიამოვნებთ წყლის აქტივობებით, როგორიცაა, კლდიდან ხტომა ჩანჩქერებში, მთის ტბებში და სუფთა მდინარეში ბანაობა;

5. შეგეძლებათ წახვიდეთ სალაშქროდ ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე;

ზამთარი აჭარაში

საახალწლო განწყობისა და მღელვარების მიღმა, ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი წელიწადის დროა. ტემპერატურა იშვიათად თუ ჩამოდის 0 გრადუსს ქვემოთ, მაგრამ მთები აქ ნოემბრიდან აპრილამდეა თოვლით დაფარული. სწორედ ამიტომ, მაღალმთიანი აჭარა იდეალურია ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სათხილამურო სპორტითაა გატაცებული.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ აჭარას ზამთარში:

1. ისიამოვნოთ თხილამურებითა და სნოუბორდით ისეთ ზამთრის კურორტებზე, როგორებიცაა გოდერძი და გომარდული;

2. დაისვენოთ ზამთრის არდადეგებზე მშვიდ და ლამაზ გარემოში აჭარის რომელიმე სოფელში;

3. გაატაროთ დაუვიწყარი ახალი წელი ქართული ტრადიციებით;

4. ისწავლოთ უგემრიელესი, ქართული საახალწლო კერძების მომზადება;

5. შეცივებისას გათბეთ უგემრიელესი, სახლში დამზადებული ჭაჭით;

17
17
17