აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

მერისობა

მერისობა სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნიშნავს. ზეიმზე წარმოდგენილია: ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ხალხური რეწვის ნიმუშები, იმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა. ტრადიციულად ვლინდება საპატიო მერისელი, რომელიც სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდება.  დღესასწაული  საფუძველს 2008 წლიდან იღებს და 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამ დღეს ყველა მერისელი ხვდება ერთმანეთს. ისინი თითქოს ანგარიშს აბარებენ მშობლიურ ხეობას. ზეიმზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ამ ხეობის უმშვენიერესი და ულამაზესი ხედებით, დააგემოვნონ უგემრიელესი და უნიკალური  ადგილობრივი ღვინოები ჩხავერი და ცოლიკაური. მოუსმინონ და ისიამოვნონ ნელი ფერხულით ნამღერი „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ „ხინწკალა“ და  სხვა მერისული ფოლკლორული შედევრები.

ზეიმზე მოსულ სტუმარს გარდა დღესასწაულზე დასწრებისა, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს ქედის ეთნოგრაფიული მუზეუმი და მერისის   ჩანჩქერი.

ჩატარების ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი, მერისის თემი

სხვა ღონისძიებები

ქედელობა

ქედელობა ანუ შემოდგომა ქედაში, სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად იმართება ქედაში, სპეციალურად ამ დღისთვის დეკორირებულ ცენტრალურ პარკ

ზამლეთობა

ზამლეთობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმართება შუახევის მუნიციპალიტეტის, ზამლეთის თემის მოსახლ

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. სპეციალურად ამ დღესასწაულთან დაკავშირდებით, თემატურ

კოლხობა

კოლხობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად 1979 წელს ჩამოაყალიბეს თავდაპირველი სა