აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

კოლხობა

კოლხობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად 1979 წელს ჩამოაყალიბეს თავდაპირველი სახელწოდებით „ქვაომზახობა“. დღესასწაული ისტორიული ლაზეთის, ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის ზღვის სანაპიროზე იმართება.

დროთა განმავლობაში, ლაზთა სახალხო დღესასწაულს  კოლხობა ეწოდა, რაც ღონისძიების მასშტაბურობის გაზრდამ და მასში მთელი კოლხეთის ჩაბმულობამ განაპირობა.

ღონისძიება უკვე წლებია სარფის სანაპიროზე იმართება და მასში მონაწილეობას მთელი დასავლეთ საქართველო ღებულობს. თითოეულ კუთხეს, ხეობასა თუ სოფელს წარმოდგენილი აქვს თავისი კუთხისათვის დამახასიათებელი ღირსშესანიშნაობები,  გამოფენილია ისტორიული კოლხეთისა და გასული წლების ფესტივალის ამსახველი ფოტომასალა. კულტურულ ნაწილში ადგილობრივებთან ერთად მონაწიელოებას იღებენ სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები.

სარფის სანაპიროს შემდეგ, ღონისძიება ინაცვლებს გონიო-აფსაროსის ციხეში, სადაც დამონტაჟებულ სცენაზე მეფე აიეტისა და მედეას ეპოქა ცოცხლდება სპექტაკლის სახით, თავად დღესასწაული დაკავშირებულია არგონავტების ლეგენდასთან. ( არგონავტები, გმირთა ჯგუფი ბერძნული მითოლოგიიდან, რომლებმაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად).

სიტყვა კოლხობა მომდინარეობს კოლხეთიდან. კოლხეთი - საქართველოს უძველესი ისტორიული მიწაა, რომელიც განთქმული იყო განსაკუთრებული კულტურით, სიმდიდრითა დაგანვითარებული ეკონომიკით.

გარდა ღონისძიებაზე დასწრებისა, აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ლაზური კერძები და  მოინახულონ სარფის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ტაძარი და ჩანჩქარი.

ორგანიზატორი: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

ჩატარების თარიღი: სექტემბერ-ოქტომბერი

ჩატარების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარფი

სხვა ღონისძიებები

მერისობა

მერისობა სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნიშნავს. ზეიმზე წარმოდგენილია: ფოლკლორული, ეთნოგრაფიული

ქედელობა

ქედელობა ანუ შემოდგომა ქედაში, სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად იმართება ქედაში, სპეციალურად ამ დღისთვის დეკორირებულ ცენტრალურ პარკ

ზამლეთობა

ზამლეთობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმართება შუახევის მუნიციპალიტეტის, ზამლეთის თემის მოსახლ

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. სპეციალურად ამ დღესასწაულთან დაკავშირდებით, თემატურ