აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

ზამლეთობა

ზამლეთობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმართება შუახევის მუნიციპალიტეტის, ზამლეთის თემის მოსახლეობის ინიციატივით. ზამლეთი ოთხ უდიდეს სოფელს მოიცავს. ესენია: ფურტიო, ნიგაზეული, ბუთურაული, ნენია.

,,ზამლეთობა“-ზე, ისევე როგორც სხვა სახალხო დღესასწაულებზე წარმოდგენილია სხვადასხვა ფოლკლორული, ეთნოგრაფიული ნამუშევრები. ,,ზამლეთობა“ მასპინძლობს ბიზნეს სექტორის  წარმომადგენლებს, პოეტებს,  მწერლებს, საერო და სასულიერო  პირებს.    წარმოდგენილია ზამლეთისთვის  დამახასიათებელი ტრადიციული ყოფაცხოვრების ნიმუშები  და ფოლკლორი.

ღონისძიებაზე   ვლინდებიან  საპატიო  ,,ზამლეთელები“, ასევე სხვადასხა ნომინაციებში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან დიპლომებით, სიგელებით, სამკერდე მედლითა და ფასიანი საჩუქრებით.

ჩატარების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი

სხვა ღონისძიებები

მერისობა

მერისობა სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნიშნავს. ზეიმზე წარმოდგენილია: ფოლკლორული, ეთნოგრაფიული

ქედელობა

ქედელობა ანუ შემოდგომა ქედაში, სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად იმართება ქედაში, სპეციალურად ამ დღისთვის დეკორირებულ ცენტრალურ პარკ

მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. სპეციალურად ამ დღესასწაულთან დაკავშირდებით, თემატურ

კოლხობა

კოლხობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა ლაზური ფოლკლორისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად 1979 წელს ჩამოაყალიბეს თავდაპირველი სა