აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

 

მდებარეობა: აჭარა, ხულო
მანძილი ბათუმიდან: 115 კმ
მანძილი ხულოდან: 25 კმ
ზღვის დონიდან : 2 000
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2 366 მ
სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე: 8კმ
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, 4x4
სეზონი: დეკემბერი-აპრილი
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად

სამთო-სათხილამურო კურორტი 2015 წელს გაიხსნა. საქართველოს სხვა სამთო-სატხილამურო კურორტებისგან უხვთოვლიანობით გამოირჩევა. პირველი თოვლი აქ ნოემბერში მოდის და სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. გოდერძის დათოვლილი ფერდობები გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს განსაკუთრებით იზიდავს.

საბაგირო
კურორტზე ფუნქციონირებს 2 ტიპის საბაგირო, რომელთა საერთო სიგრძე 3,5 კმ-ს აღემატება. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1 724მ-ზე, ხოლო ბოლო სადგური- 2 350მ-ზე მდებარეობს. ერთდროულად შესაძლებელია 96 ადამიანის ტრანსპორტირება.

საბაგირო

გონდოლა (8ადგილი)

ბაბლი (6 ადგილი)

სიგრძე

1 807 მ.

1 974 მ.

დრო

8 წთ.

9 წთ.

სიჩქარე

6 მ/წმ

5 მ/წმ

 

საბაგირო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში: 
სამუშაო დღეებში 10:00- 16:00-მდე    
შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00-მდე
ტელ: +995 551 54 77 47

საბაგიროს ფასები:

ერთი ასვლა: 5ლარი

1დღიანი: 25ლარი, ბავშვები-15 ლარი

2დღიანი: 50 ლარი, ბავშვები -30 ლარი

3დღიანი: 71 ლარი, ბავშვები- 42ლარი

4დღიანი: 92 ლარი, ბავშვები-55 ლარი

5დღიანი: 114 ლარი, ბავშვები-68 ლარი

6დღიანი: 133 ლარი, ბავშვები-80ლარი

7 დღიანი: 145 ლარი, ბავშვები-87 ლარი

5დღე კვირაში: 122 ლარი, ბავშვები 87 ლარი

სეზონური: 200ლარი, ბავშვები-100ლარი

სეზონური-სტუდენტური: -100ლარი.

მგზავრობა  ნერბისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
სტუდენტებზე გაიცემა სეზონური აბონიმენტი, მხოლოდ სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში .

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია

ტრასა

სირთულე

მანძილი

დახრილობა

ზანკა

საშუალო

2 000 მ

20%

ჭანჭახი

რთული

2 300

40%

ჭანჭახი 2

საშუალო

2 400

20 %

 

 

 

 

 

 

 

ტრასებს დაემატა 2 კატეგორია: 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი „MAGIC CARPET”.

სასრიალო აღჭურვილობა:

ტარიფები

1 საათი

მთელი დღე

თხილამურები

10 ლარი

30 ლარი

ციგა

5 ლარი

20 ლარი

სნოუბირდი

10 ლარი

30 ლარი

ინსტრუქტორი

20 ლარი

-

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელდარ ბოლქვაძე: +995 577 22 15 83  
ზაზა კოჩალიძე: +995 598 09 92 34
რამინ გელაძე: +995 591 71 82 91

ტრანსპორტი
როგორ მოვხვდეთ კურორტზე?

ხულოს ცენტრიდან კურორტზე მისასვლელი გზა (30 კმ) არ არის მოასფალტებული, ამიტომ რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით გადაადგილება. ბათუმიდან კურორტ გოდერძიზე მუნიციპალური ტრანსპორტი ზამთარში არ დადის, გთავაზობთ კურორტზე მოხვედრის რამდენიმე ვარიანტს:

1. მუნიციპალური ტრანსპორტით ასვლა ბათუმიდან  სოფ. დანისპარაულამდე (გოდერძიდან 5 კილომეტრში), ხოლო დანისპარაულიდან მაღალი გამავლობის ავტომობილის ქირაობა კურორტის მიმართულებით. ერთი გზის საფასური  25-30 ლარია.

სამარშრუტო ტაქსი

მიმართულება

დრო

ფასი

ბათუმი - დანისპარაული

11:15; 15:10

10 ლარი

დანისპარაული - ბათუმი

08:00; 15:30

10 ლარი

დანისპარაული - ხულო

08:30

2 ლარი

ხულო - დანისპარაული

13:00

2 ლარი

 

 

2. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის ქირაობა- საფასური დამოკიდებულია ტრანსპორტის სახეობაზე, გზის მდგომარეობასა და ამინდზე.
მგზავრობის საფასური:
ბათუმი- გოდერძი - 250-350 ლარი
ხულო -გოდერძი-70-100ლარი

3. ბათუმის ავტოსადგურიდან მუნიციპალური ტრანსპორტით ხულოს ცენტრამდე ასვლა და ხულოში მაღალი გამავლობის ტრანსპორტის ქირაობა. ბათუმიდან ტრანსპორტი მოძრაობს 09:00-დან 18:00-მდე ყოველ საათში ერთხელ (ფასი 5 ლარი).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. 1
ტელ: +995 422 27 85 47

4. ხულოს ცენტრიდან გოდერძის მიმართულებით სეზონურად მოძრაობს უფასო მიკროავტობუსი. სასურველია ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გადამოწმება ხულოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ხულო-გოდერძი-10:00სთ.
გოდერძი-ხულო-16:00სთ.

5. ადიგენის მხრიდან გოდერძის უღელტეხილამდე (სასრიალო ტრასამდე) შესაძლებელია კეზბორერით გადაადგილება.
მგზავრობის ხანგრძლივობა -1 სთ და 30წთ
ფასი: 300 ლარი.
ტელ: +995 598 09 53 54 / +995 551 54 77 47

კურორტი გამოირჩევა უხვი ნალექით. რეკომენდებულია გამგზავრებამდე ხულოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გადაამოწმოთ ინფორმაცია გზის მდგომარეობის შესახებ: ტელ: +995 577 90 90 15

ტრანსპორტსა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე: +995 577 90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს , რომელთა კონტაქტიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.gobatumi.com

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia