აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ის სხალთა-ხიხიანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კილომეტრის დაშორებით, აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2635 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ციხე XII-XIII საუკუნის ძეგლს განეკუთვნება და სამხედრო დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა. ციხეების კომპლექსი გაშენებულია ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და დამშვენებულია ოთხი კოშკით. კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ასევე ციხეში იყო სხვადასხავა დანიშნულების  შენობათა ნაშთები, როგორიცაა თონე, მარანი, ეკლესია, დღემდეა შემორჩენილი ჭა.

ხიხიანიც ციხე რამდენიმე საუკუნის მანძილზე აჭარის ერისთავების -აბუსერიძეთა სარეზიდენციო ადგილი იყო.

როგორ მივიდეთ ციხემდე:

ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ხიხაძირის მიმართულებით გადის მიკროავტობუსი ყოველდღიურად 10:00 საათზე

სოფელ ხიხიაძირი- ბათუმი 09:00

მგზავრობის ღირებულება: 8 ლარი

სოფელ ხიხაძირიდან ხიხანის მთის ძირამდე  8 კილომეტრიან გზის  გააგრძელება მოგიწევთ ფეხით ან დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ავტომობილს (ღირებულება 50-60 ლარი). შეჩერდებით  საპიკნიკე ადგილზე, სადაც შეისვენებთ, წყაროზე წყალს მოიმარაგებთ  და 1.5 კილომეტრიან გზას გააგრძელებთ ვიწრო ბილიკზე ციხის მიმართულებით.