აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი- მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.

მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი სანაპიროდან სულ რაღაც სამას მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასოდეს იფარება წყლით.  წყალი სფაგნუმთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს.

ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქნის ციკლში. ისპანის ტორფნარი ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს. სფაგნუმის ხავსი ღრუბელივით ისრუტავს წყალს, რის გამოც მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო- სამეცნიერო ტურები. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

როგორ მოვხვდეთ:

1. სამარშრუტო  მიკროავტობუსით ბათუმიდან ქობულეთამდე ფასი 2 ლარი, ქობულეთიდან ისარგებლეთ ადგილობრივი მიკროავტობუსით

2. ტაქსით. ღირებულება 40-50 ლარი

3. ორგანიზებული ექსკურსიით

აქტივობები: ტორფნარში გასეირნება , ფრინველებზე დაკვირვება, ეკო მასტერკლასი

კვება: ადგილზე არ არის კვების ობიექტი. რეკომენდებულია საკვების თან წაღება, ან ქობულეთში არსებულ კვების ობიექტებში წახემსება.

განთავსება: განთავსების ობიექტები დაცულ ტერიტორიაზე არ არის. ღამისთევა შესაძლებელია დაცულ ტერიტორიასთან მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში ან ქობულეთში.

ქობულეთოს დაცული ტერიტორიის სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ საიტზე Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ მითითებულ ნომერზე +995 577 10 18 97