აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

მახუნცეთის ხიდი

მახუნცეთის თაღოვანი ხიდი XII საუკუნით თარიღდება. იგი ქალაქიდან 30 კმ-ის, ხოლო ბათუმი-ხულოს ცენტრალური გზიდან 54 მეტრის დაშორებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარეობს.

ხიდი დიდი ზომისაა და კლდის ბუნებრივ ბურჯებს ეყრდნობა. ბურჯიდან ბურჯამდე ხიდის ჰორიზონტალური სიგრძე 19.5 მეტრია, ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე - 28.7 მ, სიგანე შუაწელზე კი 2.5 მეტრი. თაღის სიმაღლე წყლის დონიდან 5.6 მეტრია, ხოლო თაღის ზედაპირამდე - 6.3 მეტრი. ხიდს საუკუნეების განმავლობაში უტარდებოდა აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები, რაც დასტურდება დამატებითი ქვის წყობის რიგებით, რომლებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფორმითა და წყობის ხასიათით.

ხიდი დიდი ზომისაა და კლდის ბურჯებს ეყრდნობა. მის ასაშენებლად ვულკანური კლდის ქვაა გამოყენებული.

ხიდი დღესდღეობით კარგ მდგომარეონაში და ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთ ყველა მონახულებად ხიდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

როგორ მივიდეთ ხიდამდე:

ხიდამდე მისვლა შესაძლებელია დანდალოს, შუახევისა და ხულოს მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსებით, რომლებიც ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის (მაიკოვსკის ქ. №1). მგზავრობის ღირებულება 4-5 ლარი.

ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით.

ტაქსით - დაახლოებით 60-80 ლარი.

საკუთარი ტრანსპორტით.