აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭარული ციტრუსის ბაღები მოსავლით.

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რაც შემოდგომის მზიან ბათუმს უფრო თვალწარმტაცს ხდის - სოფლის ტურიზმის ფესტივალი- „განდაგანაა“. ოქტომბრის დასაწყისში ქალაქი მთებიდან ჩამოტანილი ფერებით, სიჯანსაღით, ენერგიითა და ჰანგებით ივსება. ამ დროს ბათუმის სტუმრები არა მხოლოდ ქალაქს, არამედ მთლიანად აჭარას სტუმრობენ, რადგან აქ თავმოყრილია რეგიონის სხვადასხვა მხარეებისა და სოფლებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო და ფოლკლორი.

შეგიძლიათ ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაუროთ  ბეშუმში, შუახევში, ქედაში, ხულოში, ქობულეთში. დააგემოვნოთ უგემრიელესი და გამორჩეული, ტრადიციული, აჭარული კერძები, და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, საიდან ხართ, და  ფესტივალის განმავლობაში მრავალი როლის მორგება მოგიწევთ, ასე რომ წინასწარ მზად იყავით. თქვენ იქნებით მთავარი მზარეული და დეგუსტატორი, თქვენ იქნებით მოცეკვავე, მომღერალი და ფოტოგრაფობასაც ვერ აუვლით გვერდს.

ყოველ წელს განდაგანას ფესტივალზე მრავალი სტუმარი იყრის თავს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე მსოფლიოს მრავალი წერტილიდან. დღესასწაულისთვის წინასწარ შედგენილი პროგრამაც გათვლილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარული კულტურა და ტრადიციები. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ბათუმშია  წარმოდგენილი. შესაბამისად ფესტივალისთვის დათმობილი არეალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად.  ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ ფოლკლორულ შოუს და დატკბნენ როგორც პოლიფონიით, ასევე თანამედროვე, ადგილობრივი ბენდების მუსიკით.

ასე რომ, მზიანი ზაფხულის შემდეგ, მზიანი, აჭარული შემოდგომა აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი სეზონი, რომელიც უნდა გაატაროთ ბათუმში!

ფესტივალის პროგრამა

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს.   ერთ-ერთი

აჭარის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და თამამად შეიძლება ითქვას,

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენდინციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

"ქობულეთის ფესტივალი"

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივ

ზამთრის ფესტივალი - გომარდული

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ