აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენდინციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი ტრადიციების გაცნობას,  ჯანსაღ გარემოს, ბუნებას, გასტრონომიას, კულტურასა და ისტორიას ითხოვს, ეს ყველა კომპონენტი კი სწორედ სოფლის ტურიზმის ცენტრშია თავმოყრილი.

აჭარის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება, უნიკალური ტრადიციები და კულტურა, ავთენტური გარემო, კულინარია და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის. დაცული ტერიტორიები და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ყველა ტიპის მოგზაურისთვის საინტერესო და მიმზიდველია. მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესებულ ვიზიტორთა  რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის თემები და მიმართულებებაც სწორედ სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხალხის მოზიდვასა და სოფლის ტურიზმის მიმართულებით მათ დაინტერესებას ეხება. ასევე ძირითადი მიზანია სოფლის ტურიზმში ჩართული ადამიანების, მეწარმეების, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგნლების შეხვედრა/დისკუსია. 

კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლისა და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაიები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში 2 დღის განვალობაში იმართება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები, ეწყობა გაცნობითი და პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია. კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მომხსენებლების მოწვევა ხდება ინდივიდუალურად.

 სოფლის ტურიზმის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია 2019 წელს გაიმართება. კონფერენციის თემა ყოველწლიურად განახლებადია. წლევანდელი სამუშაო თემები, რეგისტრაციის ბლანკი და სხვა დეტაულური ინფორმაცია დაზუსტებისთანავე აიტვირთება სოფლის ტურიზმის ოფიაციალური ვებ-გვერდზე - www.ruralconf.com

ჩატარების თარიღი: 21-22 სექტემბერი

ჩატარების ადგილი: ბათუმი

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს.   ერთ-ერთი

აჭარის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და თამამად შეიძლება ითქვას,

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭარული ციტრუსის ბაღები მოსავლით. ერთ-ერთი მთავარი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

"ქობულეთის ფესტივალი"

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივ

ზამთრის ფესტივალი - გომარდული

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ