აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს.   ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი, რომელიც განსაკუთრებული მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს სწორედ ზაფხულის სეზონის გახსნაა სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ .

ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ბათუმი-აჭარა  მზადაა ზაფხულის საზღვაო სეზონისათვის. 

ზღვის სანაპირო და ფესტივალის მთლიანი ტერიტორია მორთულია უამრავი ფერადი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი დეკორაციით, მანიშნებლებითა და განათებებით. ამ დღესთან დაკავშირებით მოწყობილია სცენა, საიდანაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ მოსული სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობები და შეჯიბრებები: მაგიდის ტენისი, ქვიშის ფრენბურთი, Beer Pong და ა.შ. გარდა ამისა, ბავშვებისთვის განკუთვნილია სპეციალური კუთხე, სადაც ანიმატორები უამრავ საინტერესო თამაშსა და გართობას უმზადებენ ფესტივალის პატარა სტუმრებს.

ფესტივალის დღეს, სანაპიროსთან გაჩერებული იახტები და გემები  სტუმრებს სპეციალურ ფასად სთავაზობენ ზღვაში გასეირნებასა და ზღვის სიღრმიდან ბათუმის ხედებით ტკბობას.

ტერიტორია გარშემოტყმულია ბუნგალოს ტიპის ღია კაფე-ბარებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის საზაფხულო გემრიელობების, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების დაგემოვნება.

შოუ- პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია, იმართება ფრანების  და ცეცხლოვანი შოუ, საღამოს, პლაჟზე სხვადასხვა ლოკაციაზე ინთება კოცონი, ცაში ეშვება ათასობით ფერადი ჰელიუმის ბუშტი და საღამო სრულდება ფოიერვერკით.  

ფესტივალის მთავარი მიზანია  ზაფხულის, ზღვაზე დასვენების და ბედნიერი განწყობის შექმნა,  რასაც ბათუმი სტუმრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში სთავაზობს.

ჩატარების თარიღი: 15 ივნისი

ჩატარების ადგილი: ბათუმი, საოცრებათა პარკი

სხვა ღონისძიებები

აჭარის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და თამამად შეიძლება ითქვას,

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენდინციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭარული ციტრუსის ბაღები მოსავლით. ერთ-ერთი მთავარი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

"ქობულეთის ფესტივალი"

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივ

ზამთრის ფესტივალი - გომარდული

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ