აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგზაურობისა (ფესტივალი „განდაგანა“) და სოფლის ტურიზმის განვითარებაზე  სჯა-ბაასის შემდეგ გადათეთრებული, თოვლიანი აჭარული ზამთრის დრო დგება. რაღა თქმა უნდა არც ზამთარია გამონაკლისი და აჭარა ყოველწლიურად ადგილობრივებსა და დამსვენებლებს მორიგ ფესტივალებს უმზადებს.ფესტივალების ძირითადი მიზანია კურორტების გოდერძისა და გომარდულის გახსნის დაანონსება და პოპულარიზაცია.

ფესტივალიების ფარგლებში ტერიტორია მოწყობილიაზამთრის თემატიკის დეკორაციებითა  და განათებებით. იმართება ზამთრისთვის დამახასიათებელი სპორტული აქტივობები და შეჯიბრები. პროფესიონალი მოთხილამურეები ფერადი კვალმლით ეშვებიან სასრიალო ტრასიდან და ღონისძიებაც ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. 

მყუდრო გარემოს ქმნის ტერიტორიის ირგლივ რკალისებრი ფორმით განლაგებული კვების ობიექტები, სადაც შეგიძლიათ აიღოთ ცხელი ჩაი, ყავა, კაკაო ანგლინტვეინი,სიმბოლურ თანხად შეიძინოთ ერთი ჰოთ-დოგი და მიუსხდეთ სპეციალურად ამ დღისთვის დანთებულ კოცონს გასათბობად და დასასვენებლად, დეკორირებული სცენიდან კი თქვენ მუსიკალურ განწყობაზე მოწვეული ბედნები მთელი დღის განმავლობაში იზრუნებენ.

ძალების აღდგენისა და გათბობის შემდეგ ამ დღესთან დაკავშირებით კურორტი უფასოდ გთავაზობთ საბაგირო გზით გასეირნებას. საბაგიროთი გასეირნებისას აუცილებლად თან იქონიეთ კარგად დამუხტული ტელეფონები ან ფოტო-აპარატები და მოემზადეთ დათოვლილი მთებისა და სითეთრეში ჩაფლული მარადმწვანე ნაძვების გადასაღებად. ჰო, რაც მთავარია ზემოთ ასვლისას გაითვალისწინეთ რომ მიუხედავად ულამაზესი ხედებისა უფორდაუფრო ცივა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ხელთათმანებისა და კაშნეს თან წაღებაც. ზემოთ, საბაგიროდან გამდმოსულებს შესაძლოა სულაც გაუკვალავი თოვლი დაგხვდეთ სადაც მეგობრებთან ერთად გუნდაობასა და თოვლჩი ხტომასაც თავისუფლად შეძლებთ. სრიალის მოყვარულებს კი სასრიალო ტრასიდან დაშვებაც შეუძლიათ, რომელიც ჯამში 8 კმ-ია და შეიძლება ითქვა, რომ ყველა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან გამორჩეულია.

საღამოს საათებში კი უკვე რაღა თქმა უნდა, როგორც ყველა ფესტივალზე, ელექტრონული მუსიკის დრო დგება, რომელსაც ჩვენი დიჯეები შემოგთავაზებენ. შეგიძლიათ მოკიდოთ მეგობრებს ხელი, დააგემოვნოთ კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული სოფლის ნატურალური ჭაჭა, რომელიც კარგადაც გაგათბობთ და შესაბიმის განწყობაზეც დაგაყენებთ, რომ გვიან ღამამდე აქტიურად გაერთოთ თოვლში ცეკვით.

ღონისძიება კი თოვლის ფანტელებში გასროლილი ულამაზესი ფოიერვერკით სრულდება.

 ზემოთ აღნიშნული ფესტივალები, ღონისძიებები და კონფერენცია ის მცირე ჩამონათვალია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აჭარის რეგიონი ოთხივე სეზონზე აქტიური კურორტია დასვენებისა თუ ოფიციალური შეხვედრებისთვის.

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს.   ერთ-ერთი

აჭარის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და თამამად შეიძლება ითქვას,

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენდინციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭარული ციტრუსის ბაღები მოსავლით. ერთ-ერთი მთავარი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

"ქობულეთის ფესტივალი"

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივ

ზამთრის ფესტივალი - გომარდული

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ