აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

აჭარის ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკოტურიზმის  მნიშვნელოვან მიმართულებადაა ქცეული. აჭარის რეგიონი მსოფლიოს მასშტაბით მტაცებელ ფრინველებზე მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება მსოფლიოში და საპატიო მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შემდგომ. აქ ყოველწლიურად 1 000 000 -ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს. აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე იზრდება დაინტერესება ამ მიმართულებით და უამრავი ექპერტი, მოყვარული თუ უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული ვიზიტორი სტუმრობს ჩვენ რეგიონს ფესტივალის ფარგლებში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია ფირნველებზე დაკვირვების კუთხით, სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი საუკეთესო ადგილებია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირების, მათი აღრიცხვისა და შესწავლისთვის. აქ მოწყობილია დაკვირვების პლატფორმები და მათთან მიმავალი ბილიკები მარკირებულია. გარდა ამ ორი სოფლისა რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტაზე და ისპანის ტორფნარზე.

ფესტივალის ფარგლებში მოწვეული და ქართველი სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ეწყობა გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები, რომელზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა შესაძლებელი. ღონისძიებისას ასევე გათვალისწინებულია გასართობი და შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე და თავად პროცესში მონაწილეობის მიღება ექსპერტებთან ერთად.

ტურზიმის ეს მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმსა და პლატფორმებთან არსებულ საოჯახო სახლების ეკონოკიმურ კეთილდღეობას.

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს.   ერთ-ერთი

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენდინციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭარული ციტრუსის ბაღები მოსავლით. ერთ-ერთი მთავარი

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ

"ქობულეთის ფესტივალი"

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივ

ზამთრის ფესტივალი - გომარდული

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილებისა და დაკვირვების, ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგ