აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

შუახევი

შუახევი

მანძილი ბათუმიდან: 65 კმ
ფართობი: 588კვ/კმ
მოსახლეობა: 22.600 ათასი.
www.shuakhevi.ge

მესხეთისა და შავშეთის ქედებზე განლაგებულია ტიპიური აჭარული რაიონი შუახევი. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მიწათმოქმედებით, მეცხოველეობით, თამბაქოს მოყვანით. ჭვანის ხეობა, მარეთი, ნიგაზეული, გომარდული, ხაბელაშვილები და ნენია შუახევის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია, სადაც შეიძლება ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებში რამდენიმე დღით გაჩერება, აქვე მოაწყობთ ლაშქრობას ალპურ მდელოებზე. ტყეებში მოგზაურობის დროს შეიძლება შეგვხვდეთ შველი, ტახი და ტურა, ასევე იმოგზაურებთ ტიპიურ კავკასიურ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში. ასე რომ თუ თქვენ შუახევში დასვენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დააგემოვნეთ ტრადიციული აჭარული კერძები, რომლის ძირითადი ინგრედიენტი რძის პროდუქტებისგან შედგება და სთხოვეთ მასპინძლებს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი რაიმე განსაკუთრებული ადგილობრივი კერძი მოგიმზადონ.

ძირითადი აქტივობები შუახევში:
1. მოაწყობთ ლაშქრობას ჯვარიმინდორის და ჩირუხის სამწყემსო სადგომებზე;
2. გასინჯავთ შუახევის თამბაქოს (თუთუნი) და დაეხმარებით სტუმართმოყვარე მასპინძლებს თუთუნის მოსავლის აღებაში;
3. მოინახულებთ ფურტიოს თაღოვან ხიდსა და ოთოლთას ციხეს;
4. ცხენით იჯირითებთ კავკასიურ ტყეში.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები შუახევში:
ციხესიმაგრეები: ნიგაზეული(XVIII), კავიანი(XII-XIII ), ოქროპირაული(XI-XII ), დარჩიძეები(XII-XII ), ოთოლთა(XI-XIII ), ჩანხალო (XII-XIII), ცინარეთი(XI-XII ).
ხაბელაშვილების ხიდი(XIX ),
ვარჯანაულის თაღოვანი ხიდი (XII),
ოლადაურის ეკლესია,

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში პაპოშვილები, დარჩიძეები, და ჩირუხის მთაზე მდებარეობს საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეძლებთ ღამისთევას და რამდენიმე დღით დასვენება, სადაც გაეცნობით ტრადიციული აჭარული სოფლის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებას,დააგემოვნებთ ადგილობრივი  ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული უგემრიელესს კერძებს, ასევე მონაწილეობას მიიღებთ კულინარულ მასტერ კლასებში
ღამისთევის სამჯერადი კვებით ფასი 50 ლარდან.

საფეხმავლო მარშუტებია: ჭვანის და მარეთის ხეობებში, კავიანის ციხე, ასევე ხანგრძლივი, მარშუტი რომელიც შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს აკავშირებს.

ტრანსპორტი

მიკროავტობუსები გადის ბათუმის ძველი ავტო სადგურიდან ყოველ ერთ საათში.
მის: მაიაკოვსკის ქ. №1 (მგზავრობის ღირებულება 4-5 ლარი).
შიდა სასოფლო ტრანსპორტი გადის უშუალოდ შუახევის რაიონული ცენტრიდან.

მარშრუტები

მარშრუტები ვერ მოიძებნა

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia