აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

ბათუმი

ბათუმი

მყუდრო ზღვისპირა პატარა ქალაქი, რომლის კონტრასტებიც გაკვირვებთ, განვითარების ტემპი გაოცებთ, ხოლო სიმწვანე გამშვიდებთ, ეს თანამედროვე ბათუმის მოკლე დახასიათებაა სტატისტიკისა და ისტორიის გარეშე.

ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი, კი ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა, რომელსაც განსაკუთრებულად ბათუმის ბულვარში სეირნობისას შეიგრძნობთ , აქ ერთმანეთს ერწყმის კავკასიონის მთებისა და შავი ზღვის  ჰაერი და თვალწინ იშლება ულამაზესი პეიზაჟები.

საოცრებათა პარკში სეირნობისას აუცილებლად მიიქცევს თქვენ ყურადღებას მარადიული სიყვარულისა ქანდაკება "ალი და ნინო", რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.  როგორც კი ქანდაკებას მიუახლოევდებით, თქვენ დაინახავთ ათობით ადამიანს, რომლებისც ცდილობენ კადრზე აღბეჭდონ ცნობილი რომანის პერსონაჟების სასიყვარულო, ნელი შერწყმა ერთმანეთთანს. მერწმუნეთ არც თქვენ დარჩებით გულგრილი ამ შთამბეჭდავი სანახაობის შემდეგ და  თქვენს კოლექციას კიდევ ერთი ლამაზი ვიდეო შეემატება.

ბათუმში ყოფნისას  ერთხელ მაინც მოხვდებით წვიმის ქვეშ.  ბათუმური წვიმა განსაკუთრებულ ელფერს შესძენს თქვენს მოგზაურობას. წვიმიან ამინდში შეგიძლიათ მოიცვათ საწვიმრები და ისეირნოთ თბილი, სასიამოვნო წვიმის ქვეშ და თავად ნახოთ როგორ იცვლის ფერსა და ემოციას ზღვა, პლაჟი, ბულვარი და  ქალაქიც.  წვიმა დაგეხმარებათ აღმოგაჩენინოთ საინტერესო და უცნობი ადგილები ბათუმში. გექნებათ თავისუფალი დრო მუზეუმების მოსანახულებლად და არა მარტო....

თავს არ მოგაბეზრებთ ადგილობრივი სამზარეულოს ქება - დიდებით, მხოლოდ ერთს დავსძენთ, აუცილებლად დააგემოვნეთ აჭარული  ხაჭაპური, რომელიც გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან. ასე რომ დაივიწყეთ თქვენი წონა, კალორიები და დიეტაც, რადგან ბათუმი აჭარული კერძების დაგემოვნების გარეშე წარმოუდგენელია.

ძველ ბათუმში სეირნობისას ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, ვიწრო და პატარა ქუჩები,  საუკუნოვანი  სახლები ეკლექტიკური არქიტექტურით, ორიგინალური ეზოები, ისტორიული ეკლესიები, მეჩეთი და ცნობილი „პიაცა“.  რესტორანი, კაფე - ბარი და სასტუმრო, მუსიკა, ხალხმრავლობა, კონცერტები, გამოფენები და უბრალოდ სასიამოვნო  გარემო - ეს პიაცაა. აქ სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ კადრზე აღბეჭდოთ საათი , საიდანაც საქართველოს ჰიმნი ჟღერს და აუცილებლად თვალი გადაავლეთ მიმდინარე ღონისძიებების პროგრამას.

ბათუმის ბულვარი და პლაჟი ქალაქის ყველაზე მონახულებადი ადგილებია. ზღვაში ბანაობის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა ბულვარის საუკუნოვანი  ხეების ჩრდილში განტვირთვა, საღამოს კი,  ფიჭვის, დაფნისა და ევკალიპტის ხეების ჰაერის სუნთქვა, 7 კილომეტრიან საველოსიპედო ბილიკზე ველოსიპედით სეირნობა ან ზღვის სანაპიროზე მდებარე ბუნგალოებსა და ბარებში გართობა.

ბათუმის საბაგირო გზა „არგო“ 10 წუთში  აგიყვანთ გორაზე, საიდანაც მთელი ბათუმის პანორამული ხედები იშლება. მთები თქვენს ზურგს უკან აღმოჩდება, ხოლო თვალწინ ლაჟვარდოვანი ზღვა, გემები და პორტი გადაიშლება.

აუცილებლად დაასრულეთ თქვენი პატარა მოგზაურობა ტრადიციისამებრ, ბათუმურად - სუფრა თევზის ასორტით. მიირთვით სტავრიდა, ქაფშია (ხამსა), კეფალი და ბარაბული  ტყემალთან და მჭადთან ერთად, რა თქმა უნდა მეგობრებისა და საყვარელი ხალხის გარემოცვაში. არ დაგავიწყდეთ ქვიშაზე მოდუღებული ბათუმური ყავის დაგემოვნება  და რაც მთავარია, გადადეთ გვერდზე ტელეფონები და დატკბით ბათუმური ურთიერთობებითა და გარემოთი.

მარშრუტები

მარშრუტები ვერ მოიძებნა

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia