აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

მიმართულებები

აჭარა

 

ფართობი: 2.9 ათ. კვ / კმ

მოსახლეობა: 340 ათ. ადამიანი

ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი/მუნიციპალიტეტი: ბათუმი (155 ათ. ადამიანი)

ლანდშაფტი: ძირითადად მთიანი

სანაპირო კლიმატი: ნოტიო-სუბტროპიკული

 

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. აქ სტუმრობისას, შესაძლებლობა გეძლევათ ზღვაზე დასვენებასთან ერთად მთის კურორტებზეც დაისვენოთ, იმოგზაოროთ მთებში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, იბანაოთ მთის ტბებში და ღამე გაათიოთ ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლებში. აჭარა გაგაოცებთ ლანდშაფტებისა და მცენარეების მრავალფეროვნებით, ზღვისა და მთის შერწყმით, სუბტროპიკული ტყეებითა და ალპური მდელოებით, ბათუმის ცხელი სანაპიროებითა და მთის ცივი ხეობებით, უნიკალური სამზარეულოთი, ფოლკლორით და რაღა თქმა უნდა ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით!

აჭარის უძველესი ისტორია კოლხეთის კულტურას უკავშირდება (ჩვ. წ. აღ-მდეVIII-VI სს). ქალაქები: ფიჭვნარი, აფსაროსი და ბათუმი, კოლხეთის სამეფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. დღევანდელობის კავშირი უძველეს ისტორიასთან რეგიონის ტოპონიმიკაში იგრძნობა. თუმცა, აჭარის ისტორია ასევე უკავშირდება რომაელებსა და ბიზანტიელებს, ოსმალთა შემოსევებს და რუსეთის იმპერიის პერიოდს. აჭარის მთავარი, საპორტო ქალაქი-ბათუმი, მე -19 საუკუნის ბოლოდან გახდა მსხვილი საერთაშორისო, სავაჭრო ცენტრი და საკვანძო ნავსადგური კასპიის ნავთობის  ევროპაში ტრანზიტისათვის.

დღესდღეობით აჭარა თავისი კლიმატის, ლანდშაფტისა და  სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, ტურიზმის მრავალ მიმართულებას ავითარებს. მათ შორისაა: საზღვაო და სამთო, სოფლისა და ღვინის, საქმიანი და სათამაშო, გასტრონომიული და კულტურულ-ისტორიული ტურიმზმი. რეგიონს  ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობს.  აჭარის მონახულება შესაძლოა, როგორც საჰაერო, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპოტის საშუალებით.

მდებარეობა

აჭარა მთიანი რეგიონია და განლაგებულია აჭარა-იმერეთის, არსიანისა და  შავშეთის ქედებზე, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2-2.5 ათასი მეტრია. აჭარა სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთს, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით შავიზღვა ეკვრის. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აჭარის კლიმატი ორ ნაწილად იყოფა: ტენიანი სუბტროპიკული და მშრალი მთის კლიმატი. სანაპირო ზოლში იანვრის საშუალო ტემპერატურა +6.5 გრადუსია, აგვისტოში კი  +24.5. მაღალმთიან აჭარაში საშუალო ტემპერატურა იანვარში +1-ს, ხოლო ივლისში + 19-ს შეადგენს. ბათუმისთვის უთოვლო ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხულია დამახასიათებელი, ხოლო მაღალმთიანეთში ზამთარი დაახლოებით 5 თვემდე გრძელდება.

ბუნება

აჭარის ფლორა და ფაუნა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. რეგიონი კოლხური ტყეებითაა დაფარული, სადაც რელიქტურ-ენდემური ხეებისა და ყვავილების სხვადასხვა ჯიშები და  ფაუნის იშვიათი სახეობებია დაცული, რომელთაგან 40-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. რეგიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (13%) ეროვნულ პარკებს დაცულ ტერიტორიებსა და  ბოტანიკურ ბაღებს უჭირავთ, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული ეკოსისტემა გააჩნია. ესენია: კინტრიშის და ქობულეთის (ისპანის ტორფნარი) დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი (დაახლოებით 16 ათ.ჰა), მაჭახელას ეროვნული პარკი (დაახლოებით 8 ათ. ჰა), გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც 100 წელზე მეტისაა.

აჭარაში ბევრი მდინარეა: ჭოროხი, აჭარისწყალი, ჩაქვისწყალი, მაჭახელა, კინტრიში და ა.შ. ისინი შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. მრავლად გხვდება მინერალური წყაროებიც: კოკოტაური, გუნდაური, კემისი, ხიხანი და ა.შ. რეგიონში არის ასევე ფერადი ლითონების საბადოებიც.

სტუმრების დიდ ინტერესს იწვევს ჩანჩქერები, რომლებიც მრავლადაა აჭარაში. მათი მონახულება შესაძლოა მახუნცეთში, მერისში, გობრონეთში, ქვედა ჩხუტუნეთში, მირვეთში, ბაკოში, ჭვანას ხეობაში და სხვა.

განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევააჭარის მთები, რომლებიც რეგიონის მნიშვნელოვან  ნაწილს წარმოადგენს. აჭარის სოფლები განლაგებულია როგორც პატარა მთებში, ასევე ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარე მთიან ქედებზე. მაღალმთიან ალპურ  ზონაში სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ და უნიკალური ალპური ბოტანიკური ბაღი მდებარეობს. მთელი აჭარის მასშტაბით  მრავალი საფერხმავლო ტურისტული მარშრუტი და მიმართულებაა ჯიპ, ველო და საცხენოსნო ტურებისთვის.

კულტურა

აჭარა და მისი ცენტრი ბათუმი, თავისი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, კულტურათა გზაჯვარედინს წარმოადგენს. ეს იგრძნობა  ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნულ და კონფესიურ შემადგენლობაშიც. რეგიონის კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული დანარჩენი საქართველოს ისტორისა და კულტურთან, თუმცა თავისებურებებითაც  ხასიათდება. მაგალითად, აჭარის ნაციონალურ სამოსს- "ჩოხა", თავისი განსხვავებები გააჩნია. აჭარის სიმღერა შეინარჩუნა უნიკალური ეროვნული მოტივებ. დღემდე სიმღერები სრულდება ისეთ უძველეს მუსიკალურ საკრავებზე, როგორებიცაა: ფანდური, სალამური და ტრადიციული ქართული მრავალხმიანობით გამორჩეული- ჭიპონი. აღნიშნული ჰანგების მოსმენა ყველაზე პოპულარული აჭარული ცეკვების "აჭარულისა" და "ხორუმი"თანხლებით, შესაძლოა  ტრადიციულ აჭარულ სახალხო დღესასწაულებზე: შუამთობა, მერიობა, მაჭახლობობა, ტბელობა, ქედელობა, კოლხობა და სხვა.

აჭარაში მრავალი უნიკალური თაღოვანი ხიდია, რომლებიც VI-XIX საუკუნეებით თარიღდება. თუმცა, ყველაზე ცნობილია XII საუკუნის თამარ მეფის ხიდები. მათი მონახულება  შემდეგ სოფლებშია შესაძლებელი: ცხემლარა, მახუნცეთი, დანდალო, კინტრიშის ხეობა (კობალაურისა და ცხემვანას ხიდები) და სხვა. დანდალოს თაღოვანი ხიდი აჭარის თაღოვანი ხიდებს შორის სანიმუშოდ ითვლება, გამორჩეულია ასევე ჭვანას ხეობაში ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი (XIX ს).

გონიო-აფსაროსის ციხე (ჩვ. წ. აღ. 1ს.) კულტურათა შერევის ულამაზესი ძეგლია: კერძოდ, ადგილობრივი კოლხურის, ელინისტურის, რომაულის, ბიზანტიურისა და  ოსმალურის. დღეისათვის ის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს და მას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით ათასი ტურისტი სტუმრობს.

კიდევ ერთი უძველესი, VI საუკუნის ციხე-სიმაგრე "პეტრა"-ს ნანგრევები ციხისძირშია შემორჩენილი. ეს ტურისტული ძეგლი ვიზიტორებს ზღვის ულამაზესი ხედებითა და ისტორიით იზიდავს, რომელიც ირანულ-ბიზანტიურ კონფრონტაციას უკავშირდება.

ერისთავი აბუსერიძეების საგვარეულო ხიხანის ციხე ღრუბლებამდე აზიდული მთების მწვერვალიდან  გადმოგვყურებს (XIIს). რეგიონში ასევე გხვდება სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ციხეები.

ბათუმი მდიდარია კულტურული ღირშესანიშნაობებით და ამ თვალსაზრისით ყველაზე დიდ ინტერესს ძველი ბათუმი და ბათუმის ბულვარი იწვევს. თუმცა,თანამედროვე არქიტექტურის მოყვარულთათვის ქალაქში 21-ე საუკუნის არქიტექტურის ნიმუშებიცმ რავლად გხვდება.

ბათუმის ისტორია მოგვითხრობს თუ როგორ გადაიქცა პატარა ქალაქი  მე -19 საუკუნის ბოლოს კავკასიის დიდ სავაჭრო ცენტრად, სხვადასხვა ეროვნების და კონფესიის თანამეზობლობაზე და მისი კულტურული ცხოვრების შესახებ .

ბათუმში არის ყველა რელიგიის საკულტო ნაგებობა: მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთი, სომხური სამოციქულო ეკლესია და სინაგოგა.

ასევე, თქვენ გაგაოცებთ ბათუმის დრამატული თეატრის და მუსიკალური ცენტრის ლამაზი ნაგებობები.

ბათუმი დღეს არის პოპულარული თანამედროვე შავიზღვისპირა კურორტი და ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი საქართველოში, სადაც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა სახის ფესტივალები, კონცერტები და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები.

srulad naxva

მარშრუტები

ადგილმდებარეობა
  • ადგილმდებარეობა
  • ყველა
  • ბათუმი
  • ხელვაჩაური
  • ქობულეთი
  • შუახევი
  • ქედა
  • ხულო
მარშრუტის ტიპი
  • მარშრუტის ტიპი
  • ყველა
  • სათავგადასავლო
  • ისტორიულ-კულტურული
  • საფეხმავლო-ველო
  • ღვინო და კულინარია
  • ეკო მარშრუტი
  • ვიზიტი სოფლად
  • სამთო-სათხილამურო

ღვინის ტური აჭარაში

  მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  სოფელ აჭარისწყლამდე - 18 კმმ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტი

  მარშუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლ ი. მისი გავლა შესაძლებელია ორივე მიმართულებით ...

მტირალას ეროვნული პარკი

  პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმიდან: 25 კმ ...

მაჭახელას თოფის გზა

  მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხუტუნეთიმანძი...

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

  მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმალური სიმაღლე...

მერისის ხეობა

  მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ მანძილი ქედის ცენტრიდან მერისის ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში - გობრონეთი

  მარშუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კილომეტრიმგზავრობის ხანგრძლივობ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო გრუნტიანი გზა მარშრუტის სირთ...

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia