სააგენტოს შესახებ

ჩვენ შესახებ

 

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ და ფუნქციონირებს 2015 წლიდან ( ყოფილი ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული სააგენტო ). სააგენტოს ძირითადი მიზანია ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება, საინფორმაციო ცენტრების მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

 

2015 წლიდან ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, გამრავალფეროვნებას და მათზე დამატებითი ტურისტული სერვისების დანერგვა - განვითარებას, საინფორმაციო დაფების, ნიშნულების, ველოსადგომების დამონტაჟებას; ასევე მარშრუტების რუკების შექმნას და ინტეგრირებას ელექტრონულ სისტემებში, თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას, მარშრუტების უშუალოდ დაკავშირებას საოჯახო სახლებთან, მათ წახალისებას, ტრენინგებსა და რეკომენდაციებს.

 

სააგენტო ახორციელებს ტურისტული საინფორმაციო ბაზის წარმოებას და მუდმივ განახლებს. მართავს ცხრა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს (ოთხი ქალაქში და ხუთი რეგიონის მუნიციპალიტეტებში) სადაც ტურისტს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია და სერვისები. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად ჩართულია რეგიონში მიმდინარე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ პროექტებში, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას იღებს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვა
მარშრუტების რუკები
კომერციული პროექტები
ფესტივალები
კონფერენცია
ტურისტული პოტენციალის კვლევა და მარკირება
გაცნობითი ტურები
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა