აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

როგორ წავიდე

როგორ მოვხვდე აჭარაში

ბათუმში, აჭარაში ჩამოსვლას თითქმის ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შეძლებთ. აჭარაში, მოგზაურობა შესაძლებელია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტ

რეგულარული ფრენები თბილისიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, კიევიდან, მინსკიდან და მოსკოვიდან. აგრეთვე, სეზონური ფრენები ვარშავადან და პეტერბურგიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 422 23 51 00 /
http://www.batumiairport.com/

გარდა ამისა, ბათუმში მოხვედრა მარტივადაა შესაძლებელი სტამბოლის გავლით. სტამბოლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად სრულდება რეგულარული რეისები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ფრენები ლონდონიდან, მოსკოვიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერლინიდან, მილანიდან, ბუდაპეშტიდან, ვილნიუსიდან და სხვა ევროპული ქალაქებიდან.
ქუთაისიდან ბათუმში ჩამოსვლას ავტომობილით/ავტობუსით, სულ რაღაც 2 საათი სჭირდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 431 23 70 00 / 
http://www.kutaisi.aero/

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის თითქმის ყველა ქალაქიდან სრულდება პირდაპირი ფრენები. ასევე, მოსკოვიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ბაღდადიდან, ქუვეითიდან. ხოლო თბილისიდან ბათუმში მოხვედრა მარტივადაა შესაძლებელი მატარებლით, ავტობუსით ან მსუბუქი ავტომობილით.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით სრულდება რეგულარული ფრენებიც.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 322 31 03 41 / 
http://www.tbilisiairport.com/

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტრანსპორტით ბათუმში, აჭარაში მოხვედრა შესაძლებელია, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ევროპის ქვეყნებიდან ბათუმში ჩამოსასვლელად, თურქეთის ან რუსეთის გავლა მოგიწევთ. 

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შესაძლებელია თბილისის მიმართულებით მატარებლით მოგზაურობა, ხოლო თბილისიდან შემდეგ ბათუმის მიმართულებით მგზავრობა. ბაქოდან-თბილისის მიმართულებით რეისები სრულდება ყოველდღე. ერევანიდან-თბილისის მიმართულებით კი, დღეჩაგდებით. ერევანიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის პირდაპირი რეისები სრულდება მხოლოდ ზაფხულში.   

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 322 19 90 10; ვებ-გვერდი: railway.ge

ბათუმის მიმართულებით საზღვაო გზით მგზავრობა რუსეთიდან (სოჩა), უკრაინიდან (ილიჩევსკი) და ბულგარეთიდან (ბურგასი) არის შესაძლებელი. ძირითადი ტრანსპორტია კომეტა და ბორანი.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 422 27 49 12; ვებ-გვერდი: batumiport.com
მისამართი: გოგებაშვილის ქ. #3 / ბაქოს ქ. #15

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

შიდა ტრანსპორტი აჭარაში

აჭარაში, საქართველოს სხვა ქალაქებიდან თვითმფრინავით მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ თბილისიდან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულად სრულდება ფრენები.

აჭარაში მატარებლით ჩამოსვლა შეიძლება თბილისიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან და სამტრედიიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 322 19 90 10; ვებ-გვერდი: railway.ge

ბათუმში ავტობუსით/მიკროავტობუსით ჩამოსვლა საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდანაა შესაძლებელი. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობის საფასური 20-30 ლარს შეადგენს.

ავტობუსი, მიკროავტობუსებთან (ე.წ. მარშრუტკა) ერთად ქალაქში გადაადგილების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ავტობუსით მგზავრობის საფასური 30 თეთრს (0,3 ლარი) შეადგენს.
მიკროავტობუსით ქალაქის ფარგლებში მგზავრობა 50 თეთრს, ქალაქგარეთ კი, 1-5 ლარს შეადგენს. სამარშრუტო მიკრო ავტობუსებით მგზავრობა შესაძლებელია აჭარის ყველა სოფლის მიმართულებით, რომელიც ყოველ საათში ან ნახევარსაათში ერთხელ გადის ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან.

ბათუმის ახალი ავტოსადგური
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: გოგოლის ქ. #1; ტელ.: (+995) 422 24 22 44

ბათუმის ძველი ავტოსადგური
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: მაიაკოვსკის ქ. #1; ტელ.: (+995) 422 27 85 47

ბათუმის ავტოტრანსპორტი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 422 24 76 76; ვებ-გვერდი: batauto.ge

ქალაქში გადაადგილების კიდევ ერთი-ერთი გავრცელებული საშუალება გახლავთ ტაქსი. აქ შეგხვდებათ, როგორც კერძო კომპანიების, ასევე, ფიზიკური პირების ტაქსები.

ბათუმში, აჭარაში გადაადგილება, ასევე, შესაძლებელია ველოსიპედით. აქ შეგხვდებათ სახელმწიფოს, კერძო კომპანიების ან ფიზიკური პირების ველო მომსახურება.

ბათუმველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 577 37 76 76; ვებ-გვერდი: batauto.ge

ველომან ექსტრიმი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 555 91 64 21;