აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

შემდეგი მიმართულება - აჭარის მთები!

აჭარაში სამოგზაუროდ წასვლას მიზეზები არ სჭირდება. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბათუმში და ქალაქიდან შორ ჰორიზონტზე გაგიხედავთ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ქალაქის იქით უდიდესი სივრცეა, სიმწვანესა და სიმშვიდეში ჩაფლული, რომელიც მუდმივად გიხმობთ და გიზიდავთ თავისკენ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ გინახავთ ბათუმი და იცნობთ აჭარას, მაგრამ გვერწმუნეთ, ნამდვილი აჭარა ბათუმის იქით იწყება.

სანამ თავგადასავლის ძიებას აჭარის მთებში დაიწყებდეთ აიღეთ რუქა, რომლებსაც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში იპოვნით.

აირჩიეთ მიმართულება, შეადგინეთ მარშრუტი, მოხაზეთ მასზე აუცილებლად სანახავი ადგილები.

მოიმარაგეთ სპორტული ფეხსაცმელი და  თბილი ტანსაცმელი, რადგან აქ ნებისმიერ სეზონზე ტემპერატურა საშუალოზე დაბალია.

საუკეთესო მომენტების დასაფიქსირებლად თან იქონიეთ კამერა.

თან წაიღეთ ამაღლებული განწყობა, რადგან წინ დიდი თავგადასავალი გელოდებათ!

პირველი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც აჭარაში მოგზაურობა თქვენს დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა - ხელუხლებელი ბუნებაა. შესაძლოა გიმოგზაურიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და უკვე მოხიბლულიც ხართ მარადმწვანე ნაძვის თუ ხშირი ფოთლოვანი ხეების თვალუწვდენელი ტყეებით, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე გიგანტებივით წამომართულან. შესაძლოა ალპური ზონები საკუთარი ბიომრავალფეროვნებით გახდა თქვენი აღფრთოვანების მიზეზი, მაგრამ ის რაც აჭარის მთებში გელოდებათ საქართველოს ბუნების ყველაზე ლამაზ კომპონენტებს აერთიანებს.

მწვანე, მწვანე. ბევრი მწვანე.

აჭარის მთებში ერთმანეთს მწვანე ფერის უამრავი ვარიაცია ენაცვლება. ეს ფერი, რომელიც სიცოცხლის, სიახლისა და სიმშვიდის სიმბოლოა გმუხტავთ დადებითი ენერგიით და  გიახლებთ სიცოცხლისა და თავგადასავლის ძიების წყურვილს.

ქედა, ხულო, ჩირუხი, სარიჩაირი, ხიხანის ციხე, შუამთა, ბეშუმი - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ცხრა მთას იქით დამალული აჭარიდან, რომელიც მუდმივად მზად არის გადაუშალოს საკუთარი გული ყველა სტუმარს. გულთბილად მიიღოს და აზიაროს ყველა საკუთარ ფასეულობას, გააცნოს და დაეხმაროს ყველა კუთხე-კუნჭულის შემეცნებაში.

მწვანეში ჩაფლული აღმართები და დაღმართები ერთი შეხედვით უსასრულოდ გეჩვენება, მაგრამ არასდროს გტოვებს შეგრძნება, რომ ამ მთის თუ გორაკის იქით კიდევ ახალი, ჯერ კიდევ შეუცნობელი, ჯერ კიდევ ხელუხლებელი სამყარო გელოდება. ამ მთის იქით სხვა ცხოვრების დინამიკაა, აქ ხალხია, ვინც ყოველთვის მზად არის საკუთარი ოჯახის წევრივით მიგიღოს, გაგიმასპინძლდეს, ღამე გაგათევინოს და მეორე დღეს დაგეხმაროს ახალი გზის გაკვლევაში.

მათ, ვინც ჯერ არ იცით სად გაატაროთ შვებულება ისე, რომ მთელი წლის განმავლობაში ამაღლებული განწყობა გაგყვეთ, აირჩიეთ შემდეგ მიმართულებად აჭარის მთები! 

ნახე სრულად

ტურების კალენდარი

Clear

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia