აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

თხილვანის მენჰირი

ისტორია ერთ ძალიან ძველ ქვაზე. თხილვანის მენჰირი-მსოფლიოს ერთ-ერთი საიდუმლო, რომელსაც აჭარის მთები ინახავს.

 

თხილვანის მენჰირი (რკინის ხანა, ძვ.წ. VIII-VIIს.) როდესაც ისტორის დუმს, ქვები ლაპარაკობენ. თუმცა, თხილვანის მენჰირი, როგორც ჩანს, მუნჯი გამოდგა. შესაბამისად, დღემდე არავინ იცის, რა დანიშნულება ჰქონდა მას საუკუნეების წინ. ისევე, როგორც, არ იციან- რა დანიშნულება ჰქონდათ, ზოგადად, მენჰირებს.

 

მენჰირი მარტივი მეგალითური ნაგებობაა-ვერტიკალური სვეტი,რომლის სიმაღლეც ზოგჯერ ოც მეტრს აღწევს. არქეოლოგების აზრით, მენჰირები დაკრძალვის რიტუალთან იყო დაკავშირებული. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები  მნიშვნელოვან თარიღების აღსანიშნავად იდგმებოდა, ან  საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების ფუნქცია ჰქონდათ.

 

თხილვანის მენჰირის მონახულება საინტერესოსთან ერთად აზარტული საქმეცაა. ერთი იმიტომ, რომ მაგ ქვის ასაკის ქვა აღარ დაგორავს მთელს თხილვანაში და მეორეც იმიტომ, რომ ვინ იცის- იქნებ ქვაზე ისეთი დეტალიც კი აღმოაჩინოთ, რომელიც მენჰირების დანიშნულების მსოფლიო საიდუმლოს ამოხსნის.

ტექსტი მომზადებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის სააგენტოსთან ერთად.

ნახე სრულად

ტურების კალენდარი

Clear

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia