აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

აჭარული სამზარეულო გამორჩეული კერძები

ქართული სამზარეულოს და სუფრის გამორჩეული ტრადიციები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რაც ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში იზიდავს. თუმცა, დღეს გვინდა ყურადღება გავამახვილოთ არა მთლიანად საქართველოს კულინარიულ კულტურაზე, არამედ ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეზე - აჭარულ სამზარეულოზე. ტიპიური ქართული კერძებისგან განსხვავებით აჭარას აქვს მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური კულინარიული შედევრები, რომელთა დაგემოვნებაც ვიზიტორებს მხოლოდ აჭარაში შეუძლიათ.

აჭარული სამზარეულოს ძირითდ ნაწილს რძის პროდუქტები, ნიგვზით და სანელებლებით შეზავებული მცენარეული საკვები შეადგენს.


აჭარული ხაჭაპური

 

საქართველოს ყველა რეგიონს ახასიათებს სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მაგრამ აჭარული ხაჭაპური განსხვავდება, როგოც ფორმით ისე მომზადების წესითაც. ეს არის ნავისებური ფორმის ღია ხაჭაპური, რომლის შუაგულში ყველი, კარაქი და თოხლო კვერცხია მოთავსებული. აჭარული ხაჭაპური უდაოდ ბათუმელების სახე და სავიზიტო ბარათია.

აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია ასეთია: ძველად ლაზები ძირითადად მეთევზეობით იყვენენ დაკავებულები. აჭარული ხაჭაპური პირველად მათ გამოაცხვეს, ნავის ფორმაც მათ საქმიანობას უკავშირდება. არსებობს წარმოშობის ისტორიის მეორე ვერსიაც, მოგეხსენებათ ხაჭაპურში ათავსებენ კვერცხს, რითაც ის ნავში ჩამწყვდეულ მზეს მოგვაგონებს  და სიმბოლურად აჭარასთან ასოცირდება.

მართებული გზა თუ როგორ უნდა ვჭამოთ აჭარული ხაჭაპური, არის ის, რომ არ უნდა დაირღვეს ცომის კიდეები, ყველი და კვერცხი უნდა ავურიოთ ერთმანეთში და შემდგომ მივირთვათ. კერძი ძალიან გემრიელი და აბსოლიტურად საკმარისია შიმშილის გრძობის დასაკმაყოფილებლად.



აჩმა

 

აჩმა ხაჭაპურის ინტერპრეტაციაა, მაგრამ მისი მომზადების წესი სრულია განსხვავებულია კლასიკური და აჭარული ხაჭაპურისგან. ის მზადდება მოხარშული ცომის თხელი ფენებისგან, ფენებს შორის ემატება ყველი და კარაქი. აჩმა აჭარული სამზარეულოს ერთ ერთი გამორჩეული და გემრიელი კერძია, რომლის დაგემოვნება აუცილებლად ღირს.



ბორანო

 

ბორანო აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. ის იაღში ანუ ერბოში ჩამდნარი აჭარული ყველია. კერძი ძალიან ნოყიერია და ნამდვილი კალორიების ბომბი. იაღი არის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძების მომზადება შეუძლებელია. მიუხედავად მაღალი ცხიმიანობისაბორანო უგემრიელესი კერძიარომელიც მიირთმევა  ცხელ მჭადთან, ან კიდევ სოფლის კიტრი-პომიდვრის სალათთან ერთად, ასევე ძალიან უხდება თეთრი ღვინო.



სინორი

 

სინორი ეს არის გამომცხვარი ცომის თხელი ფირფიტები, რომელიც  ნადუღით ნივრითა და კარაქით მზადდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნოყიერი და ამავდროულად, უჩვეულოდ ნაზი და ჰაეროვანი  კერძი, აჭარული სამზარეულოს განძია.



იახნი

 

წახემსების შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მთავარი კერძი, რომელსაც იახნი ქვია. ეს არის ტრადიციული საქორწინო კერძი, რომელიც მზადდება საქონლის ხორცისგან, მას ემატება გატარებული ნიგოზი და სხვადასხვა სანელებლები, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. იახნი არის საკმაოდ ცხარე. ის იდეალურად ერწყმის წითელ ღვინოსა და ქართულ, ცხელ შოთის პურს.



ჩირბული

 

ყველა ერს თავის კულინარიულ ყულაბაში აქვს რამდენიმე სწრაფი კერძი შემწვარი კვერცხით. ამ მხრივ ქართული სამზარეულოც არ არის გამონაკლისი, ასეთ კერძს საუკეთესოდ, სწორედ აჭარაში ამზადებენ და მას ჩირბული ჰქვია. ჩირბული კეთდება სახლის ახალი კვერცხით, პომიდვრის სოუსით, ნიგვზით, ნივრით, მწვანილებითა და ქართული ტრადიციული სანელებლებით, იდეალური კერძია საუზმისთვის. ჩირბული მზადდება კეცზე და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ფორმით ხდება მისი მიტანა სუფრამდე, რათა შენარჩუნებული იქნეს მისი ხიბლი.



ქაფშია (ხამსა)

 

აჭარა ზღვისპირა რეგიონია, აქედან გამომდინარე უცნაური იქნება თუ ადგილობრივ თევზს არ დააგემოვნებთ. ყველაზე გავრცელებული თევზი ადგილობრივებსა და ტურისტებში გახლავთ ქაფშია ანუ ხამსა. ეს პაწაწინა თევზები ძალიან გემრიელი და მარტივი მოსამზადებელია. თევზი ფქვილსა და მარილში უნდა იყოს ამოვლებული და შემდეგ შეიწვას, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს, მისი მიტანა სუფრაზე ლიმონთან ერთად ხდება. ტრადიციული ქართული ტკბილ-მჟავე ტყემალი კი იდეალურ კომბინაციას ქმნის ამ უგემრიელეს კერძთან.



მალახტო

 

სხვა აჭარული კერძებისაგან განსხვავებით, რომლებიც მდიდარია რძის პრდუქტებითა თუ ხორცით, მალახტო გაცილებით უფრო მსუბუქი და თავისმხრივ უნივერსალურია, მისი მირთმევა ვეგეტარიანელებს შეუძლიათ. ის მწვანე, ჭყინტი ლობიოსაგან მზადდება, დამატებული აქვს გატარებული ნიგოზი, მწვანილები და სანელებლები. ასე რომ, აჭარაში ვიზიტისას არ დაგავიწყდეთ აუცილებლად მიაყოლოთ მალახტო თქვენს მიერ დასაგემოვნებელი კერძების სიას.



ფხალ ლობიო

 

კიდევ ერთი ძველი ვეგეტარიანული კერძი გახლავთ ფხალ ლობიო, რომელიც ძირითადათ მზადდება მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და ქედის სოფლებში. ფხალ ლობიო მზადდება მოხარშული ფხალისა და ლობიოს მარცვლებისგან, ემატება გატარებული ნიგოზი, დაფნა მწვანილები და სხადასხვა ტრადიციული სანელებლები. ფხალ ლობიო აუცილებლად მჭადთან ერთად და ხელებით უნდა მივირთვათ, რათა უფრო უკეთესად შეიგრძნოთ მისი გემო.



ბაქლავა

 


დესერტისთვის კი ბაქლავა იდეალური ვარიანტია. ეს გახლავთ ყველაზე პოპულარული ტკბილეული ბათუმში. სხვა ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი სასუსნავი, რომელიც იგივე სახელწოდებით მოიხსენიება. აჭარული ბაქლავა არის ტკბილი, ხრაშუნა და სიროპით გაჯერებული. ის მზადდება ცომის ძალიან თხელი ფენებით, წვრილად დაფქვეული ნიგვზით ან თხილით, ფენებს შორის ამატებენ ერბოს. გამომცხვარ ტკბილეულს ზემოდან ასხამენ სიროფს. როცა ბაქლავა გაგრილდება და ფენებს სიტკბოც კარგად გაუჯდება შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

ეს იყო აჭარული, უგემრიელესი სამზარეულოს, გამორჩეული კერძების ჩამონათვალი. დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით სხვადასხვა სახის ღონისძიება თუ ტრენინგ-სემინარი ტარდება კვებასა და დიეტებზე. მწვრთნელები გვიხსნიან თუ რატომ უნდა ვიკვებოთ სწორად, ზომიერად და ჯანსაღად. აჭარაში კი მსგავსი ტიპის ტრეინინგები თუ სემინარები არ არსებობს. ადგილობრივი საკვები აბსოლიტურად ჯანსაღი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან გემრიელია. რძის პროდუქტები ბუნებრივია, ხილი და ბოსტნეული მოყვანილია სოფლის მოსახლეობის მიერ. იქნებ სწორედ ეს არის აჭარელი ხალხის დიდხნიანი სიცოცხლის საიდუმლო. ეწვიე აჭარას და აღმოაჩინე თავად !

სხვა პოსტები

ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი (XIX)

თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აჭარაში ყველგან ქვის თაღოვანი ხიდებია, თამამად შეგიძლიათ ცრუპენტელა უწოდოთ და სოფელ ხაბელაშვილე...

ხიხანის ციხე - მწვანე სამოთხე, ღრუბლებთან ახლოს

თუ ის ხარ, ვინც ყოველთვის ცდილობს დააგროვოს ახალ-ახალი შეგრძნებები, თავგადასავლები და ვინც ყოველთვის ცდილობს აღმოაჩინოს ...

ღვინო

  ღვინო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში  ერთი ჭიქა ღვინის მირთმევას შ...

ცხოვრება ცხრა მთას იქით

თუ განსხვავებული კულტურები და ცხოვრების სტილი შენთვის საინტერესო და ღირებულია, ყოველთვის ცდილობ რაც შეიძლება მეტი გაიგო ...

თხილვანის მენჰირი

ისტორია ერთ ძალიან ძველ ქვაზე. თხილვანის მენჰირი-მსოფლიოს ერთ-ერთი საიდუმლო, რომელსაც აჭარის მთები ინახავს.   თხი...

„ეს სიმღერა ძველებური, აჭარული, ჩვენებური“... სიმ...

  „სიმღერას ნუ დამინგრევ და თუ გინდა სახლი დამინგრიეო“ - იტყოდა აბდულ ბოლქვაძე, ჩვენი კუთხის ერთ-ერთი ...

კალოთის სამსხვერპლო

აჭარაში ბევრი მეჩეთი და ეკლესიაა. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქ ჯერ კიდევ ქრისტეს და მით უფრო, მუჰამედის დაბადებამდე ცხოვრობდ...

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia